მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ასლიპიოსი და იაკობი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი ასლიპიოსი და იაკობი, სირიელი მოღვაწეები, მე-5 საუკუნეში ცხოვრობდნენ. მათ შესახებ ცნობებს გვაწვდის ნეტარი თეოდორიტე, კვირელი ეპისკოპოსი. ღირსი აკლიპიოსი მშობლიურ სოფელშივე ეწეოდა მკაცრ მოღვაწეობას. წმიდა მამას მრავალი მოწაფე და მიმბაძველი ჰყავდა. ერთი მათგანი იყო ნეტარი იაკობი, რომელიც სოფელ ნიმუზის მახლობლად მცირე ქოხში გამოიკეტა და თავისი  90-წლოვანი სიცოცხლის ბოლომდე არ გამოსულა სენაკიდან. მნახველებს წმიდანი პასუხობდა ვიწრო ჭრილიდან, რომელიც ირიბად იყო კედელში დატანებული, ისე, რომ არავის შესძლებოდა მისი დანახვა.