მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი პროკოპი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი პროკოპი დეკაპოლელი გალილეის ტბის აღმოსავლეთით, დეკაპოლის, ანუ ათქალაქის (მკ. 7,31) ოლქში მოღვაწეობდა. წმიდა პროკოპი თავის მოსაგრესთან, წმიდა ბასილთან (ხს. 28 თებერვალს) და მართლმადიდებლობის სხვა ერთგულ დამცველებთან ერთად ახოვნად აღუდგა წინ ხატმებრძოლთა ერესს. იმპერატორ ლეონ ისავრიელის (717-741) ბრძანებით იგი შეიპყრეს, სასტიკად აწამეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც წმიდა ბასილთან ერთად იმყოფებოდა მტარვალი მეფის აღსრულებამდე. ამის შემდგომ ღირსი აღმსარებლები გაათავისუფლეს. სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი წმიდა მამამ მშვიდობით განვლო; მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში 750 წელს.