მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი აღათონი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი აღათონი, რომის პაპი მდიდარი და კეთილმსახური ქრისტიანების შვილი იყო და კარგი განათლებაც მიიღო. მშობლების სიკვდილის შემდეგ ნეტარმა მამამ მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, თვითონ კი ბერად აღიკვეცა. მისი კეთილმსახური ცხოვრება ადამიანთაგან დაფარული არ დარჩენილა,679 წელს წმიდანი რომის პაპად იქნა არჩეული. ღირსი აღათონი სიკვდილამდე ბრძნულად განაგებდა სამწყსოს.