მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე სადუკი
#წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე სადუკი, სპარსელი ეპისკოპოსი და მასთან ერთად 128 მოწამე სპარსეთში აღესრულნენ საპორ მე-2 ის ზეობისას. სადუკი მღვდელმოწამე სვიმეონის(ხს.17 აპრილს) მემკვიდრე იყო. ერთხელ, ძილში წმიდა სვიმეონმა გააფრთხილა იგი მოსალოდნელი მოწამეობრივი აღსასრულის შესახებ. წმიდა მამა ცაზე მიბჯენილი კიბის თავზე მდგომი ეჩვენა ეპისკოპოსს და უთხრა:“ამოდი ჩემთან სადუკ, და ნუ შიშობ“. მალე მეფე საპორმა ქრისტიანთა დევნა დაიწყო და ბრძანა, შეეპყროთ სადუკი ღვთისმსახურთა დასსთან და სამწყსოსთან ერთად. სულ 128 კაცი დაატუსაღეს, მათ შორის 9 ქალწული. ისინი საპყრობილეში ჩაყარეს, სადაც ხუთი თვის განმავლობაში სასტიკად აწამებდნენ და ითხოვდნენ, განეგდოთ ქრისტიანობა და მზისა და ცეცხლისთვის ეცათ თაყვანი, წმიდა მოწამეები გაბედულად პასუხობდნენ:“ჩვენ ქრისტიანები ვართ და ართადერთ, ჭეშმარიტ ღმერთსა ვცემთ თაყვანს“! ქრისტეს მარტვილებს თავები მოჰკვეთეს.