მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი კონონი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი კონონი კილიკიასი დაიბადა. ის ახალგაზრდობასივე აღიკვეცა მდინარე იორდანის მდებარე პენტუკლის მონასტერში და იქვე ეკურთხა მღვდლად. იერუსალიმის მთავარეპისკოპოსმა პეტრემ შეიტყო მოღვაწის შესახებ და ხალხს აგზავნიდა ხოლმე მასთან ნათლისღებისათვის. ღირსი კონონი ნათლავდა მოსულებს და მირონს სცხებდა, მაგრამ ქალების მონათვლას ერიდებოდა. ერთხელ წმიდა მამას იოანე ნათლისმცემელი გამოეცხადა და აღუთქვა, რომ ცდუნებებთან ბრძოლაში ლოცვებით შეეწეოდა. გავიდა ხანის. სპარსეთიდან მოსანათლად მოვიდა ერთი მომხიბლავი ასული. ღირს კონონს ვნება მოეძალა, ნათლისღების საიდუმლს ჩატარება ვერ შეძლო და გადაწყვიტა, დაეტოვებინა სავანე, მაგრამ გზად კვლავ გამოეცხადა იოანე ნათლისმცემელი და უთხრა:“დაბრუნდი შენს მონასტერში, მე დაგეხმარები ცდუნებათაგან განთავისუფლებაში“. ღირსი კონონი შეეცადა შეპასუხებოდა, ეუბნებოდა, ადრეც ხომ იგივე აღმითქვიო. მაშინ წმიდა იოანემ ჯვარი გადასახა მოსაგრეს და თქვა:“ჯილდოვდები ვნებებთან ბრძოლისათვის“. მან ურჩია კონონს, სავანეს დაბრუნებოდა და არაფერში დაეჭვებულიყო. წმიდა მამა დაემორჩილა უფლის წინამორბედს და დაუბრკოლებლად მონათლა სპარსი ასული. ამის შემდეგ წმიდა მოსაგრემ კიდევ ოცი წელი იცხოვრა სავანეში და 555 წელს მსვიდობით შეჰვედრა სული უფალს.