მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი: მაქსიმე, თეოდიტე, ისიხი და ასკილიპიოდიტა
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი: მაქსიმე, თეოდიტე, ისიხი და ასკილიპიოდიტა ადრიაპოლისში ეწამნენ ქრისტეს აღსარებისათვის. ისინი ჯერ ხეზე დაკიდეს და რკინის სამთითებით ჯიჯგნეს, შემდეგ ქალაქიდან ქალაქში დაატარებდნენ დაცინვითა და ლანძღვა-გინებით, ბოლოს კი მხეცებს მიუყარეს დასაგლეჯად. ღვთის მადლით შემოსილ მოწამეებს მხეცებმა არაფერი ავნეს. გააფთრებული მმართველის ბრძანებით მათ თავები მოჰკვეთეს(ხს. 15 სექტემბრის საკითხავი).