მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი მარიამნა
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი მარიამნა იყო წმიდა ფილიპე მოციქულის(ხს. 14 ნოემბერს) და. წმიდა ქალწული თავის ძმასა და ბართლომე მოციქულს(ხს.11 ივნისს) ახლდა თან და მქადაგებლურ მოღვაწეობაში ეხმარებოდა. ფრიგიის ქალაქ იერაპოლში წმიდანები შეიპყრეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა ფილიპე ჯვარს აცვეს წარმართებმა. მარიამნა და ბართლომე კი გაათავისუფლეს. ბართლომე მოციქული ინდოეთში გაემგზავრა სახარების საქადაგებლად, წმიდა მარიამნა კი ლიკაონიაში(მცირე აზია) ქადაგებდა და იქვე აღესრულა მშვიდობით.