მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ეკაფსიმე
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი ეკაფსიმე სირიაში, ქალაქ კვიროსის მახლობლად მოღვაწეობდა თეოდოსი დიდის მეფობის დროს. მან სამოცი წელი იცხოვრა მღვიმეში მკაცრი მარხვით, მდუმარებითა და დაუდუმებელი ლოცვით. ერთი ცნობით, შემდგომ იგი პატრიარქის კურთხევით გადმოსულა დაყუდებიდან და ეპისკოპოსად უკურთხევიათ. მან ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს.