მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ევლოგი
ღირსი ევლოგი ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი (607-608)

ღირსი ევლოგი, ალექსანდრიელი მთავარეპისკოპოსი მე-4 საუკუნის მოღვაწე იყო. იგი თავდაპირველად მაცხოვრის შობის იუსტინეს სავანეს წინამძღვრობდა ანტიოქიაში, შემდეგ კი ალექსანდრიის კათედრაზე აღასაყდრეს. წმიდანი ახალ ხარისხში 27 წლის მანძილზე დაუცხრომლად იბრძოდა სხვადასხვა მწვალებელთა წინააღმდეგ. ცნობები ევლოგის მოღვაწეობის შესახებ დაცულია ღირსი მამის, გრიგოლ დიოლოღოსისადმი მიმართულ წერილებში.

წმიდა ევლოგი 607ან 608 წელს გარდაიცვალა. მისი თხზულებები მხოლოდ ნაწილობრივ, პატრიარქ ფოტიოსის ამონაწერების სახითაა შემორჩენილი. ისინი ძირითადად ქრისტეს ორბუნოვნებას ეხება და მის დროს გავრცელებული სხვადასხვა ერესის წინააღმდეგაა მიმართული. სრული სახით ჩვენამდე მოაღწია მისმა მხოლოდ ერთმა, ბზობის კვირიაკეს წარმოთქმულმა ქადაგებამ.

ღირსი სვიმეონ მირონმდინარე, სერბეთის მეფე მე-12 საუკუნეში ცხოვრობდა. მას ერობაში სტეფანე ნემანი ერქვა და სერბეთის დიდი ჟუპანი(მთავარი) იყო. სვიმეონმა ბევრი იღვაწა თავისი სამშობლოსათვის: გააერთიანა სერბეთის მიწების დიდი ნაწილი, დამოუკიდებლობა მოუტანა ქვეყანას. ის გულმოდგინედ იცავდა თავის ერს ლათინთა მწვალებლობის და სხვა ერეტიკულ სწავლებათაგან. 80 წლის ასაკში სტეფანემ მიაშურა ათენს, სადაც თავისი წმიდა ცხოვრებით უკვე გაეთქვა სახელი მის ძეს -ღირს საბას(ხს.12 იანვარს). აქ მათ ერთად განაახლეს ხილენდარის მიტოვებული მონასტერი, სადაც თანდათან შემოიკრიბნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ბერები. წმიდა სვიმეონი ახოვანი მოსაგრე და ძმების ბრძენი მოძღვარი იყო. იგი 1200 წლის 13 თებერვალს გარდაიცვალა. ნეტარი მოღვაწის უხრწნელი ნაწილებიდან მირონიწყო დენა. წმიდა საბამ მამის ნეშტი გადაასვენა და მდინარე სტუდენციის ნაპირას მდებარე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში დააბრძანა.

წმიდა მარტინე მოწყალე სიყმაწვილიდანვე გამოირცეოდა გულმოწყალებითა და გლახაკტა სიბრალულით.20 წლის წმიდანმა, ჯერ კიდევ მოუნათლავმა. ქონების უპოვართათვის დარიგება დაიწყო და მალე არაფერი შერჩა, გარდა ერთი სამოსლისა და დანისა. 

ერთხელ ზამტარში, საშინელ სუსხში მან დაინახა გლახაკი, რომელიც ქალაქის ჭისკარტან მოწყალებას იტხოვდა, მაგრამ არავინ არაფერს აძლევდა. წმიდა მარტინემ ტანსაცმელი გაიძრო და დანით გადაჭრა:ნახევარი მათხოვარს მისცა, მეორე ნახევრით კი სიშიშვლე დაიფარა. ბევრი სიცილს აყრიდა უცნაურად ჩაცმულ ნეტარს, ღამით კი ყინვისგან გატანჯულმა მარტინემ იხილა თავად უფალი ქრისტე,შემოსილი მისი სამოსელის იმ ნაწილით, რომელიც გლახაკს მისცა. მაცხოვარმა ანგელოზებს პერანგის ნაფლეთებზე მიუთითა და თქვა:“მარტინემ ჯერ კიდევ ნათლობამდე შემმოსა ამ სამოსით, მე კი დიდებით შევმოსავ მას და ჩემს სასუფეველში მოვუწოდებ“. გამოღვიძებული უფლის რჩეული ტაძრისკენ გაეშურა და მოინათლა. მთელი შემდგომი ცხოვრების მანძილზე იგი უხვად გასცემდა მოწყალებას, რისთვისაც უფალმა სასწაულქმედების ნიჭი მიმადლა.