| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა ქალმოწამენი ენათა, ვალენტინა და პავლა
#წმინდათა ცხოვრება წმიდა ქალმოწამენი ენათა, ვალენტინა და პავლა 308 წელს, იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის(305-311) ზეობისას ეწამნენ ქრისტესათვის.წმიდა ენათა ქალაქ ღაზის(სამხრეთ პალესტინა) მკვიდრი იყო, წმიდა ვალენტინა-პალესტინის კესარიისა, პავლა კი კესარიის მახლობლად ცხოვრობდა. სამსჯავროზე, მმართველ ფირმილიანესთან პირველად ენათა წარადგინეს. მან ახოვნად აღიარა ქრისტე, რისთვისაც საშინლად გვემეს, შემდეგ კი ძელზე მიაკრეს და წვერგამახული იარაღებით აწამეს. ვალენტინა წარმართულ ტაძარში მიიყვანეს ცრუღმერთებისთვის ძღვენის შესაწირად, მაგრამ მან გაბედულად ესროლა ქვა სამსხვერპლოს, მასზე დაგზნებულ ცეცხლს კი ზურგი აქცია. ქრისტეს მხნე აღმსარებელი დაუნდობლად სცემეს, შემდეგ კი წმიდა ენათასთან ერთად მახვილით მოკლეს. ბოლოს მოიყვანე პავლაც. ქრისტეს ნეტარმა სასზლომ ახოვნად დაითმინა სატანჯველი, ბოლოს კი მადლობა შესწირა უფალს, თაყვანი სცა იქ მყოფ ქრისტიანებს და მშვიდად მოუდრიკა თავი მახვილს. |