მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი, ნიკომიდიაში აღსრულებულნი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი, ნიკომიდიაში აღსრულებულნი, დიოკლიტიანეს(284-305) დროს ქრისტესათვის წამებული დიდებულების:ვასეს, ევსების, ევტიქისა და ბასილიდე(ხს. 20 იანვარს) მსახურები იყვნენ.

ბატონების მოწამებრივი აღსრულების შემდეგ მათაც აღეძრათ ქრისტესათვის მარტვილობის სურვილი და მხნედ აღიარეს თავიანთი სარწმუნოება. ვერანაირმა შეგონებამ და დაპირებამ ვერ მოდრიკა ნეტარი აღმსარებლები, რის შემდეგაც მეომრებმა ალყაში მოიმწყვდიეს ისინი და ყველანი, ათას სამი ადამიანი დედებთან და ყრმებთან ერთად აჩეხეს.