მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ვუკოლე
ღირსი ვუკოლი სმირნელი ეპისკოპოსი (დაახ.100)

ღირსი ვუკოლე მოციქულისა და მახარებლის, იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე იყო და მის მიერვე იკურთხა სმირნის ეკლესიის(მცირე აზია) პირველ ეპისკოპოსად.

ღვთის მადლით, მწყემსთმთავარმა მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. გამოცდილი და ბრძენი მეუფე ერთგულად იცავდა სამწყსოს მწვალებლობათა წყვდიადისაგან. იგი მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 100-105 წლებში.

წმიდა ვუკოლეს საფლავზე ამოიზარდა ხე, რომელიც სნეულებებს სასწაულებრივ კურნავდა.