მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მრვდელმოწამე აბრაამი, არვილიელი ეპისკოპოსი
#წმინდათა ცხოვრება

მრვდელმოწამე აბრაამი, არვილიელი ეპისკოპოსი ეწამა სპარსეთში, საპორ მე-2 ის დროინდელი დევნისას. როცა წმიდანი შეიპყრეს და მოსთხოვეს, რომ მზისთვის ეცა თაყვანი, მან უპასუხა:“რა უგუნურებაა, უარყო შემოქმედი და ქმნულს ეთაყვანო!განა მზე ღმერთმა არ შექმნა?!“ აბრაამი სასტიკად გვემეს და აწამეს, ის კი მხურვალედ ლოცულობდა პირველმოწამის სიტყვებით:“უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას, რამეთუ არა იციან რას იქმან! „წმიდა მარტვილს მახვილით მოჰკვეთეს თავი.