მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა ანა წინასწარმეტყველი, ფანოელის ასული, ასერის ტომიდან იყო. „ესე გარდასრულ იყო დღეთა მრავალთა და ცხოვრებულ იყო ქმრისა თანა შვიდ წელს სიქალწულითგან თვისით. და ესე იყო ქურივ ვითარ ოთხმეოც და ოთხის წლის, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა დღე და ღამე“(ლკ.2,36-37). უფლის ნებით, „ესე მასვე ჟამსა მოიწია“, ჩვილში შეიცნო მაცხოვარი და გამოხსნის მოლოდინით მცხოვრებ იერუსალიმელებს ახარებდა მის განკაცებას.