მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ვენდიმიანე
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი ვენდიმიანე მიზიაში დაიბადა. ახალგაზრდობაში იგი წმიდა ავქსენტის (ხს.14 თებერვალს) მოწაფე იყო. წმიდანი ავქსენტის მიერ ქალდეკონის (მცირე აზია) მახლობლად დაარსებულ მონასტერში დაემკვიდრა, სადაც თავისი მოძღვრის სენაკში, კლდის ერთ ნაპრალში მოსაგრეობდა 42 წლის  მანძილზე და უფლისგან სასწაულქმედების მადლი მიიღო. წმიდა ვენდიმიანე გარდაიცვალა 512 წელს.