მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა ნიკიტა, ნოვგოროდელი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა ნიკიტა, ნოვგოროდელი ეპისკოპოსი ახალგაზრდა იყო, როცა კიევო-პეჩორის მონასტერში მივიდა და მალე დაყუდებული ცხოვრების სურვილიც გამოთქვა. იღუმენმა გააფრთხილა, ახალგაზრდა ბერისთვის ასეთი ღვაწლი ნაადრევიაო, მაგრამ ნიკიტამ ყურად არ იღო რჩევა. ერთხელ მოსაგრე ცოდვით დაეცა:ანგელოზის სახით გამოცხადებულ ეშმაკს თაყვანი სცა. ამის შემდეგ ბოროტმა მას შეაგონა:“არ გინდა ლოცვა, მხოლოდ იკითხე და სხვებს ასწავლე, შენს მაგივრად კი მე ვილოცებ!“. ეს თქვა და დაყუდებულის მახლობლად დადგა, თან თავი ისე მოიჩვენა, თითქოს ლოცულობდა. მოხიბლული ბერი ნიკიტა მალე ყველას აღემატა ძველი აღთქმის წიგნების ცოდნაში, ახალ აღთქმაზე კი სიტყვის გაგონებაც არ სურდა. ძმებმა ლოცვებით განაშორეს მას ბოროტი. ამის შემდეგ ნიკიტამ დატოვა დაყუდების ადგილი და მორჩილებითა და თავმდაბლობით განაგრძო მოღვაწეობა. უფალმა ნეტარი დაცემის სიღრმიდან სრულყოფილების მწვერვალზე აღამაღლა. შემდგომში წმიდანი ნოვგოროდის ეპისკოპოსი გახდა და სასწაულქმედების ნიჭიც მიემადლა. ღირსმა ნიკიტამ მშვიდობით მიისვენა 1109 წელს.