მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე ტრიფენე
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე ტრიფენე ქალაქ კვიზიკიდან იყო, ქრისტიანთა დევნის დროს, წმიდანი თვითონ გამოცხადდა წარმართთა სამსჯავროზე და  აღიარა ქრისტიანობა. მრავალგვარი სატანჯველის დათმენისა და ქრისტეს მხნედ აღიარების შემდეგ წმიდანი გამძვინვარებულ ხარს დააფლეთინეს.

ღირსმოწამე ილია არდუნისი მორეაში დაიბადა. იგი კეთილგონიერებითა და სიკეთით გამოირჩეოდა და სოფლის მცხოვრებლებს ძალიან უყვარდათ. ერთხელ ბოროტის მიერ ცდუნებულმა ილიამ უარყო ქრისტიანობა, მაგრამ მალევე შეინანა, ათონის მთას მიაშურა და ბერად შედგა. მან აქ 8 წელი დაჰყო მკაცრ ღვაწლში, მაგრამ სინდისის ქეჯნა ვერ დაიცხრო. წმიდანს აღეძრა სურვილი სისხლით ჩამოებანა ცოდვით შესვრილი სული. მოძღვრის კურთხევით, სამშობლოში წავიდა და თურქების წინაშე თავი ქრისტიანად გამოაცხადა. უსჯულოებმა სასტიკად სცემეს იგი და მსაჯულს გადასცეს, მსაჯულმა კი მისი დაწვა ბრძანა. უფალმა განადიდა თავისი რჩეული-ცეცხლში არათუ მისი სხეული, ტანსაცმელი და თმაც უვნებელი დარჩა. ქრისტიანებმა პატივით დაფლეს მოწამის ცხედარი(1688).