მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდათა შორის მამანი ჩვენნი, დიდნი მღვდელმთავარნი: ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი
#წმინდათა ცხოვრება

კრება მსოფლიოს დიდთა მოძღვართა და მღვდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლ ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირისა. კონსტანტინოპოლში დიდხანს მიმდინარეობდა კამათი იმის თაობაზე, თუ ვისთვის მიენიჭებინათ უპირატესობა სამი მღვდელმთავრიდან: ერთნი ბასილი დიდს(ხს.1 იანვარს) აყენებდნენ უფრო მაღლა, მეორენი-გრიგოლ ღვთისმეტყველს(ხს.25 იანვარს), სხვები კი- იოანე ოქროპირს(ხს.13 ნოემბერს).

ღვთის ნებით, 1084 წელს სამივე მღვდელმთავარი ერთად ეჩვენა მიტროპოლიტ იოანეს მათ განაცხადეს:“ჩვენ თანასწორნი ვართ უფლის წინაშე, შეწყვიტეთ შფოთი და ერთ დღეს  დააწესეთ ჩვენი ხსენება“.