მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მიწამენი: რომაზონი, იაკობი, ფილოთეოზი, იპერიხი, აბიბოსი, იულიანე და პარიგორი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მიწამენი: რომაზონი, იაკობი, ფილოთეოზი, იპერიხი, აბიბოსი, იულიანე და პარიგორი ქალაქ სამოსატში(სირია) ეწამნენ 297 წელს, დიოკლიტიანეს დროინდელი დევნისას. მათ უშიშრად ამხილეს კერპმსახურთა უგნურება, რისთვისაც საშინელი წამების დათმენა მოუხდათ. ბოლოს წმიდანები ჯვარს აცვეს და თავებით ძელებზე მიალურსმნეს.