მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ისააკ ასური, ნინევიელი ეპისკოპოსი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი ისააკ ასური, ნინევიელი ეპისკოპოსი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მე-7 საუკუნეში. ის ძმასთან ერთად მარის წმიდა მათეს სახელობის მონასტერში დამკვიდრდა. ღრმა განსწავლულობისა და მაღალი სულიერებისათვის მას მონასტრის წინამძღვრობას სთავაზობდნენ, მაგრამ მდუმარებისკენ მიდრეკილმა ღირსმა ისააკმა საერთოდ დათოვა სავანე და დაყუდებული ცხოვრება დაიწყო. ეკლესიის საჭიროებისათვის  ღირსი მამა იძულებული შეიქმნა ნინევიის ეპისკოპოსობასაც დათანხმებულიყო. ქალაქის მცხოვრებლები უხეში ზნით გამოირჩეოდნენ და ქრისტიანობული სწავლების მარცვლებს ძნელად იწყნარებდნენ. მღვდელმთავარი გრძნობდა, რომ არ შესწევდა მათი გამოსწორების ძალა, თან განდეგილური ცხოვრების სიტკბოებაც ახსენებდა თავს. ეს ყველაფერი სულს უმძიმებდა მოსაგრეს, ამიტომაც დატოვა კათედრა და სკიტის უდაბნოში განმარტოვდა, სადაც აღესრულა კიდეც ღვთივსათნო ღვაწლში.