მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი პალადი მეუდაბნოე
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი პალადი მეუდაბნოე  ერთ მთის გამოქვაბულში მოღვაწეობდა, სირიის ანტიოქიის მახლობლად. წმიდა მამა უფლისგან სასწაულქმედების ნიჭით იყო დაჯილდოებული. ერთხელ ღირსი მამის მღვიმის მახლობლად უცნობი ვაჭრის ცხედარი იპოვეს და მის მკვლელობაში პალადის დასდეს ბრალი, მაგრამ მეუდაბნოეს ლოცვით მიცვალებული მკვდრეთით აღსდგა და თავისი ნამდვილი მკვლელები დაასახელა. წმიდანი მე-4 საუკუნის დასასრულს გარდაიცვალა.