მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ქსენოფონტა და მეუღლე მისი მარიამი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი ქსენოფონტა და მეუღლე მისი მარიამი კონსტანტინოპოლში ცხოვრობდნენ მე-5 საუკუნეში. მდიდარი და დიდგვაროვანი ოჯახი თავმდაბლობითა და სიკეთით გამოირჩეოდა. მათ ორი შვილი ჰყავდათ: იოანე და არკადი. როცა ძმები წამოიზარდნენ, დედ-მამამ ისინი სასწავლებლად ფინიკიის ქალაქ ბეირუთში გაგზავნა. ღვთის განგებით ხომალდი გზაში დაიღუპა და ძმები სხვადასხვა ადგილას გაირიყნენ ნაპირზე. განშორებით დამწუხრებული იოანე და არკადი ბერებად შედგნენ. ხომალდის დაღუპვის ცნობით შეძრწუნებულ მშობლებს ღმერთმა ზეციური ჩვენებით განუცხადა, რომ მათი ძეები გადარჩნენ, რის შემდეგაც სულიწმიდით შთაგონებული ქსენოფონტე და მარიამი იერუსალიმის წმიდა ადგილების მოსალოცად გაემგზავრნენ. აქ ისინი შეხვდნენ განჭვრეტის მადლით დაჯილდოებულ არკადის მოძღვარს, რომელმაც ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარში თავისი სულიერი შვილის მშობლები შეიცნო, უსიტყვად მიუხვდა სატკივარს და მთელი ოჯახი ერთად შეჰყარა. დიდი იყო მათი სიხარული. ამის შემდგომ ქსენოფონტემაც და მარიამმაც ბერმოაზვნური ცხოვრება არჩიეს, მდუმარებითა და მკაცრი მარხვით სათნოეყვნენ უფალს და სასწაულქნედების ნიჭი მიიღეს. არკადიმ და იოანემ კი უდაბნოს მიაშურეს და იქ გაბრწყინდნენ მოსაგრეობით.