მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი ფელიცატა და ძენი მისნი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე ფელიცატას 7 ვაჟი ჰყავდა:იანუარი, ფელიქსი, ფილიპე, სილუანე, ალექსანდრე, ვიტალი და მარციალი. წარმოშობით ფელიცატა მდიდარი რომაელების ოჯახიდან იყო. ქურუმებმა წმიდანს ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებით წარმართული ღვთაების შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი. წმიდანმა მოწყალებად გასცა მთელი ქონება და შვილებთან ერთად სამსჯავროზე წარმდგარმა უშიშრად აღიარა ქრისტე. აღმსარებლები საწამებლად გადასცეს. წმიდა ფელიცატა შესცქეროდა ძეების ტანჯვას და უფალს ევედრებოდა, შვიდივე მათგანი მასზე ადრე შესულიყო სასუფეველში. აუსრულდა კიდეც ნატვრა:თვითონ აღესრულა უკანასკნელად. წმიდა ოჯახი რომში ეწამა დაახლოებით 164 წელს.