მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი მაკედონიოსი სირიელი მეუდაბნოე
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი მაკედონიოსი სირიელი მეუდაბნოე, თავდაპირველად მწირის ცხოვრებით ცხოვრობდა. 25 წლის მანძილზე ფინიკიის, კილიკიის და სირიის მთებში მოგზაურობდა. შემდეგ წმიდანმა სირიის უდაბნოში ერთი ღრმა თხრილი ამოარჩია სამკვიდრებლად და იქ, ღია ცის ქვეშ ატარებდა დღეებს. ღირს მაკედონიოსთან მრავალი ადამიანი მოდიოდა სულიერი დამოძღვრის მოსასმენად.

მთელი ცხოვრების მანძილზე წმიდა მამა წყალში დამბალი ქერით იკვებებოდა(მიტომაც უწოდეს კრიტოფაგი-ქერისმჭამელი), მხოლოდ სიცოცხლის მიმწუხრზე დაიწყო ცოტაოდენი პურის მიღება, მკაცრი მოღვაწეობით ხორციელად მიუძლურებულმა. უფალმა თავის რჩეულს ეშმაკთა განსხმისა და სნეულთა კურნების ნიჭი მიმადლა. ღირსი მაკედონიოსი გარდაიცვალა 76 წლის ასაკში(420).