მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი:ვასე ევსები, ევტიქი და ბასილიდე
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი:ვასე ევსები, ევტიქი და ბასილიდე იმპერატორ დიოკლიტიანეს(284-305) კარისკაცები იყვნენ:ისინი შეესწრნენ თეოპემტი ნიკომიდიელი ეპისკოპოსის(ხს.5 იანვარს) წამებას, ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლნენ. ამისთვის წმიდანები სასტიკად აწამეს და დახოცეს: ვასე წელამდე მიწაში ჩაფლეს და გადახერხეს, წმიდა ევსები თავდაღმა დაკიდეს და შუაზე გააპეს, წმიდა ევტიქი ხელებით და ფეხებით ბოძებზე მიაბეს და ნაწილებად დაფლითეს, წმიდა ბასილიდეს მუცელი დანით გამოუფატრეს. ეს მოხდა 303 წელს.