მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე დამასკინ ახალი
#წმინდათა ცხოვრება

მღვდელმოწამე დამასკინ ახალი ტირნოვოს ეპარქიის სოფელ გაბროვოში დაიბადა. როცა მოწიფულობის ასაკს მიაღწია, მან დატოვა სამშობლო, ათონის მთას მიაშურა და ხალენდარის მონასტერში ბერად აღიკვეცა. შემდგომ წმიდანი ამ სავანის იღუმენი გახდა. ერთხელ ნეტარი მამა მონასტრის საქმეებზე ჩავიდა ბულგარეთში, სოფელ სისტოვში. უსჯულოებმა მას ქალის მოტაცებაში დასდეს ბრალი და მიუხედავად სოფლის მმართველის გამისარჩლებისა, მოკვლა გადაუწყვიტეს. სახრჩობელასთან მიყვანილ წმიდანს უღმრთოებმა სიცოცხლის ფასად მაჰმადის სჯულის მიღება შესთავაზეს, რაზეც მან მტკიცე უარი განაცხადა. ეს მოხდა 1771 წლის 6 იანვარს. მტარვალებს მალე ეწიათ უფლის სასჯელი:დუნაის გადალახვის დროს ყველანი მდინარეში ჩაიხრჩვნენ.