მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი თეოდულე
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი თეოდულე იყო ძე ნილოს მმარხველისა(ხს.12 ნოემბერს), რომელმაც აღწერა რაითელ მამათა მოწყვეტა მე-5 საუკუნეში. თეუდულე მამასთან ერთად სიყრმეშივე განერიდა ამ სოფელს და სინას მთაზე დაემკვიდრა. მეუდაბნოე ბერებზე ბარბაროსების თავდასხმის დროს იგი ტყვედ ჩავარდა. ქალაქ ულუზაში თეუდულე ადგილობრივმა მღვდელმთავარმა გამოისყიდა უსჯულოთა ხელიდან. წმიდა ნილოსმა სწორედ მის სახლში იპოვა მონატრებული ვაჟი. ეპისკოპოსმა მღვდლად აკურთხა მამა და ვაჟიც, რის შემდეგაც ისინი სინას მთას დაბრუნდნენ. წმიდათა უხრწნელი ნაწილები იუსტინე უმცროსის (565-578) ზეობისას კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში დასსვენეს.