| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი იოანე მდუმარე
#წმინდათა ცხოვრება ღირსი იოანე მდუმარე ქალაქ კოლონიის ეპისკოპოსი იყო. ქალაქის მმართველის მიერ შევიწროებულ მღვდელმთავარს კათედრა წაართეს. ღირსი მამა წმიდა საბა განწმენდილის მონასტერში წავიდა, სადაც მდუმარებით, მარხვითა და დაყუდებული ცხოვრებით მოღვაწეობდა სიცოცხლის ბოლომდე. ღირსი მამა მიიცვალა დაახლ. 558 წელს, 104 წლის ასაკში. |