მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი მარკიანე
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი მარკიანე რომში დაიბადა, დაწყებითი განათლება კი კონსტანტინეპოლში მიიღო. მშობლების სიკვდილის შემდეგ დარჩენილი მდიდარი მემკვიდრეობა ღირსმა მამამ ტაძრების მშენებლობას მოახმარა. თავისის ზნეობრივი სიწმიდით და მკაცრი, ასკეტური  ცხოვრებით ღირსმა მარკიანემ პატრიარქის ყურადღება მიიქცია, რომელმაც ხუცესად აკურთხა და კონსტანტინოპოლის დიდი საპატრიარქო ტაძრის იკონომოსად დანიშნა იგი.

ღირსი მარკიანე გარდაიცვალა 472-474 წლებში და დაკრძალეს კონსტანტინოპოლში, წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში.