მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა თეოზვა
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა თეოზვა დიაკონისა ბასილი დიდის, გრიგოლი ნოსელის და პეტრე სებასტიელის და იყო. წმიდა ქალწული დიაკონისად მსახურობდა ტაძარში, სნეულებს უვლიდა, მწირებს აპურებდა, ობლებს ზრდიდა, ქალებს ნათლობის საიდუმლოსთვის ამზადებდა. იგი მთელი სამი წლის მამძილზე თან ახლდა გადასახლებაში თავის ძმას, წმიდა გრიგოლ ნოსელს და იზიარებდა მის მძიმე ხვედრს. წმიდა თეოზვა გარდაიცვალა 385 წელს.

ღირსი დომენტიანე, მელიტინელი ეპისკოპოსი ცხოვრობდა მე-6 საუკუნეში, იმპერატორ იუსტინე უმცროსის(565-578) დროს. იგი ადრე დაქვრივდა, ბერად აღიკვეცა და წმიდა, თავშეკავებული ცხოვრებით ცხოვრობდა. 30 წლის იყო წმიდანი, როდესაც ქალაქ მელიტინის ეპიკოპოსად აირჩიეს. მართლმადიდებლობის მხურვალე დამცველს და სამწყოსის მოყვარულ მღველმთავარს საელმწიფოებრივი დავალებებით ხშირად გზავნიდნე სპარსეთში. საყოველთაო სითბოთი გარემოცული დომენტიანე ხშირად ღებულობდა მდიდრულ საჩუქრებს, მაგრამ მათ ღარიბებსა და უპოვარებს უნაწილებდა. ღვთის ნებით, წმიდანი სიცოცხლეში და სიკვდილი შემდეგ აღსრულებული მრავალი სასწაულით გაბრწყინდა.