მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამე ფილეტერი, ნიკომიდიელი
#წმინდათა ცხოვრება

მოწამე ფილეტერი, ნიკომიდიელი ორჯერ ეწამა ქრისტესათვის: დიოკლიტიანეს(284-3905) და მაქსიმიანე გალერიუსისი (305-311) მეფობაში. დიოკლიტიანეს ნიკომიდიაში სტუმრობის დროს მაღალი და პირმშვენიერეი ფილეტერი სამსჯავროზე წარადგინეს. იმპერატორი მოიხიბლა ნეტარის გარეგნობით და იგი წარმართულ ღვთაებას შეადარა. როცა მოწამეს ხარისხი და წარმომავლობა ჰკითხეს, მან უპასუხა:“ეპარქის ძე ვარ, სარწმუნოებით ქრისტიანი და ქრისტიანებთან ვცხოვრობ“ იმპერატორი ლიქნით ეცადა მის გადაბირებას  და ქრისტე ღმერთი აუგად მოიხსენია, რაზეც წმიდანმა მიუგო:“ დაიყოს პირი ყოველთა, მეფე იქნება თუ სხვა ვინმე, ვინც გაკადნიერდება, გმოს ჩემი ქრისტე“. ამ სიტყვების შეწმდეგ უფლის რჩეული გახურებუ ღუმელში ჩააგდეს, მაგრამ იქიდან უვნებელი გამოვიდა. ნანახი სასწაულით გაოცებულმა დიოკლიტიანემ მოწამის დიდგვაროვნება და მშვენიერებაც გაითვალისწინადა და გაათავისუფლა იგი.

იმპერატორ მაქსიმიანესაც მოახსენეს, რომ ფილიტერი ქრისტიანი იყო. უსჯულო ხელისუფლის სამსჯავროზე წარმდგარმა წმიდანმა კვლავ მხნედ აღიარა ქრისტე. ამისთვის იგი აწამეს, შემდეგ კი მხეცებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ უვნებელი დარჩა. მაშინ ნეტარს თავის მოკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ ორმა მსახურმა, რომელთაც ფილეტერის დასჯა დაავალეს, ვერ შესძლეს მისი მოკვლა: როგორც კი მახვილს აღმართავდნენ მოწამის თავზე, ხელები უშეშდებოდათ. როცა ჯალათები დარწმუნდნენ, რომ წმიდა მოწამეს უხილავად თვით უფალი იცავდა, ორივემ ირწმუნა ქრისტე და თავი დასდო მისთვის.

ნეტარ ფილეტერს მარმარილოს ზღვის კუნძულ პროკონისზე გადასახლება მიუსაჯეს. გადასახლების ადგილისკენ მიმავალმა წმიდანმა მრავალი სასწაული აღასრულა და საკერპოები შემუსრა. მისმა თანმხლებმა ექვსმა მეომარმაც მხედართუფროსთან ერთად ირწმუნა ქრისტე.

გზაში მათ გამოეგება წმიდა ებიოტი,რომელმაც ასევე მრავალი ტანჯვა დაითმინა ქრისტესათვის. წმიდანებმა მეომრებთან ერთად შვიდი დღე გაატარეს ებიოტთან სენაკში. ფილეტერი იქვე გარდაიცვაა(311) და ნეტარმა ებიოტმა მიაბარა მიწას. 11 დღის შემდეგ მხედრებმა და მათი რაზმის უფროსმაც სული უფალს შეჰვედრეს. მათღი წმიდა ცხედრები ფილეტერის საფლავის მახლობლად დაკრძალეს.