| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოციქული სოსთენი, კეფა, კესარიოსი და ეპაფროდიტე-სამოცდაათთაგანი
#წმინდათა ცხოვრება მოციქული სოსთენი მოქცევამდე კორინთოს სინაგოგის უფროსი იყო. ის ქრისტეს სჯულს წმიდა მოციქულმა პავლემ აზიარა და თავის მოციქულებრივ ღვაწლში თანაშემწედ გაიხადა. კორინთოს ეკლესიისადმი მიმართვაში წმიდა პავლე მრევლს ორივეს სახელით ესალმებოდა: „პავლე, ჩინებული მოციქული იესო ქრისტესი ნებითა ღმრთისაითა და სოსთონე ძმაი“ (1. კორ.1,1). მოგვიანებით წმიდა მოციქულ სოსთენს ხელი დაასხეს კორინთოს ეპისკოპოსად. |