მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ევარესტი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი ევარესტი გალატიაში დაიბადა, დიდგვაროვანთა ოჯახში. იგი სიყმაწვილიდანვე ესწრაფოდა მონაზვნურ ცხოვრებას, განსაკუთრებით წმიდა ეფრემ ასურის წიგნების კითხვა უყვარდა. ბოლოს ნეტარმა სტუდიონის მონასტერს მიაშურა და იქ განაგრძო მოღვაწეობა. უფლს რჩეული მშვიდობით მიიცვალა 825 წელს, 75 წლის ასაკში. დაკრძალეს კონსტანტინოპოლში, მის მიერვე დაარსებულ კოკოროვიის სავანეში.