მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა იოად წინასწარმეტყველი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა იოად წინასწარმეტყველი იყო სამარიტელი და წინასწარმეტყველებდა მეათე საუკუნეში ქრისტემდე. მის შესახებ მოთხრობილია სამ მეფეთა წიგნში მე-13 თავში. უფალმა წმიდა იოადი იუდეიდან ბეთილში გაგზავნა იერუსალიმის მეფის იერობოამის სამხილებლად, რომელმაც ერი აცდუნა და კერპთაყვანისმცემლობის ცოდვაში ჩააგდო. ღმერთმა წინასწარმეტყველს უბრძანა:“არა სჭამო პური და არცა სუა წყალი და არცა მიიქცე მასვე გზასა, რომელსაც მოხვედ“.

იოად წინასწარმეტყველი წარუდგა იერობოამს და სიკვდილი უწინასწარმეტყველა. მეფემ ხელით ანიშნა შეეპყროთ წინასწარმეტყველი და ეს ხელი იმავე წამს შეახმა. იერობოამი შეევედრა იოადს, ელოცა მისთვის და წინასწარმეტყველის ლოცვით განიკურნა კიდეც. სამშობლოში დაბრუნებულმა იოადმა უგულვებელყო უფლის მცნება და ცრუ წინასწარმეტყველ ემვეს მოწოდებული საჭმელი მიიღო. უფლის სასჯელმაც არ დააყოვნა:წინასწარმეტყველი ლომმა დაახრჩო. იოადის ნეშტი მისი მაცდუნებელი ცრუ წინასწარმეტყველის საცხოვრებელთან დაასაფლავეს.