მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ათნი მოწამენი კრეტელნი: თეოდულუ, სატორნინე, ევპორო, გელასი, ევნიკიანე, ზოტიკე, პომპიუსი, არათოპუსე, ბასილიდე და ევარესტი
#წმინდათა ცხოვრება

ათნი მოწამენი კრეტელნი: თეოდულუ, სატორნინე, ევპორო, გელასი, ევნიკიანე, ზოტიკე, პომპიუსი, არათოპუსე, ბასილიდე და ევარესტი იმპერატორ დეკიუსის(249-251) ზეობისას აღესრულნენ ქრისტესათვის. კუნძულ კრეტის მმართველი, იმოერატორის მოსახელე-სასტიკად დევნიდა ქრისტიანებს. ერთხელ სამსჯავროზე მის წინაშე წარადგინეს 10 ქრისტიანი კრეტის სხვადასხვა ქალაქიდან. მათ ახოვნად აღიარეს ქრისტე და ამხილეს კერპთაყვანისცემის ამაოება. ყველა მათგანი სასტიკი წამების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს. აღსასრულის წინ მოწამეები მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს, სარწმუნოების ნათლით გაენათლებინა მათი ჯალათები.