მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამე თემისტოკლე
#წმინდათა ცხოვრება

მოწამე თემისტოკლე ლუკიის ქალაქ მირონში ცხოვრობდა ღვთისმებრძოლი იმპერატორის, დეკიუსის(249-251) ზეობისას. თემისტოკლე მწყემსი იყო. ქრისტიანთა დევნის დროს წმიდანმა ვინმე მართლმორწმუნე დიოსკორიდე შეიფარა სახლში, თვითონ კი მდევნელებს ჩაბარდა და საშინელი წამების შემდეგ სული უფალს შეჰვედრა(251).