მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა ევსტათი ბითვინიელი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა ევსტათი ბითვინიელი (IX) ყველაზე დიდ სათნოებად გამუდმებულ ლოცვას მიიჩნევდა. სიმდაბლით, უდიდესი რწმენით, მოყვასისადმი სიყვარულით და სათნო ცხოვრებით გამორჩეული ბერი ბითვინიის ეპისკოპოსად დაადგინეს და მრავალი წელი სიბრძნით განაგებდა სამწყსოს. ხატმბრძოლობის ერესის ბატონობის პერიოდში წმიდა ევსტათი უშიშრად ამხელდა ერეტიკოსებს, რისთვისაც იმპერატორთან დააბეზღეს და შეიპყრეს, შემდეგ კი გადაასახლეს. დევნილი მღვდელმთავარი სამი წლის შემდეგ გარდაიცვალა.