მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა ბონიფანტე მოწყალე
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა ბონიფანტე მოწყალე -ფერენტიელი ეპისკოპოსი სიყრმიდანვე გლახაკთამოყვარეობით გამოირჩეოდა. როცა მას გზაში გლახაკი გადაეყრებოდა, დაუფიქრებლად იხდიდა სამოსელს და მოწყალებად გასცემდა. ამის გამო მისი ქვრივი დედა ძალიან წუხდა და კიცხავდა შვილს. ერთხელ ბონიფანტემ მთელი წლის მარაგი ხორბალი დაუნაწილა უქონლებს, მაგრამ მისი ლოცვით ბეღელი სასწაულებრივ კვლავ პირთამდე აივსო. წმიდანი, ღვთის ნებით, ფერინტენის(რომის ჩრდილოეთით) ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. იგი ბრძნულად განაგებდა სამწყსოს და მათაც მოყვასისთვის უკანასკნელის გაღებას ასწავლიდა. ლოცვით, მარხვით, მოწყალებითა და სხვა მრავალი ქველი საქმეებით გაბრწყინებული მღვდელმთავარი მშვიდობით მიიცვალა მე-4 საუკუნეში.