მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა დიაკვნები: მარკელინე და მარკოზი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა დიაკვნები: მარკელინე და მარკოზი და დიდებული კარისკაცი კასტულიც ტორკვატმა გასცა. წამების შემდეგ კასტული ორმოში ჩააგდეს და ცოცხლად დამარხეს,მარკოზი და მარკელინე კი საშინელი წამების შემდეგ მახვილით განგმირეს.

ბოლოს სებასტიანეც გაიყვანეს საწამებლად. იგი პირადად იმპერატორმა დიოკლიტიანემ დაკითხა და როცა დარწმუნდა მის სიმტკიცეში, ქალაქგარეთ გააყვანინა სიკვდილით დასასჯელად. აქ მარტვილი ხეზე მიაბეს და ისრები დააყარეს. დიდებული კასტულის მეუღლე, ირინე, ღამით სებასტიანეს დასაკრძალად გავიდა, მაგრამ იგი ცოცხალი დაუხვდა და სახლში გადაიყვანა. წმიდანი მალე სრულიად გამოჯანმრთელდა. ქრისტიანებმა სებასტიანეს სთხოვეს, რომი დაეტოვებინა, ის კი კვლავ მოშურნედ ეძიებდა ქრისტესათვის სიკვდილს. მოწამეობის სურვილით ანთებულმა ხუცესმა წარმართულ ტაძრისკენ მიმავალი იმპეატორი შენიშნა და საჯაროდ ამხილა მისი უსჯულოება. დიოკლიტიანემ ბრძანა, იპოდრომზე გაეყვანათ წმიდანი და სიკვდილით დაესაჯათ. ჯალათებმა სულის ამოხდომამდე გვემეს იგი, შემდეგ კი ნაგავსაყარში გადააგდეს. წმიდა მოწამე სიზმრისეულ ჩვენებაში გამოეცხადა ქრისტიან ქალს, ლუკიანას და უბრძანა, აეღო მისი სხეული და კატაკომბებში დაეკრძალა. კეთილმსახურმა დედამ კრძალვით აღასრულა წმიდანის კურთხევა.