მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი იონა, ბარაქისე და სხვანი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი იონა, ბარაქისე და სხვანი სპარსეთში აღესრულნენ ქრისტესთვის მეფე საპორის დროს, ერთი ცნობით 327, სხვა წყაროს მოწმობით კი - 330 ან 331 წელს. ძმებმა შეიტყვეს, რომ ქალაქ ბარაბოქში ქრისტიანებს აწამებდნენ, წავიდნენ და ნუგეში სცეს დატყვევებულ მოწამეებს. წმიდა იოანა და ბარაქისე  შეიპყრეს და სპარსელ მთავრებს წარუდგინეს. წმიდა მოწამეებმა საჯაროდ აღიარეს ქრისტე, რისთვისაც სასტიკად აწამეს.

პირველად წმიდა იოანა აღესრულა. ჯალათებმა წმიდანი ხეზე მიაბეს და დიდხანს სცემეს, შემდეგ ყინულზე დააგდეს, მოაჭრეს თითები, ენა, თავიდან ტყავი გადააძვრეს, ბოლოს გახერხეს და გვამი თხრილში გადააგდეს.

წმიდა მოწამე ბარაქისეს ხელებზე გახურებული ბორკილები დაადეს, გამდნარი კალა ჩაასხეს პირში, შემდეგ კი ბორბალზე აწამეს და ასე აღესრულა.