მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი იოანე პილივოტელი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი იოანე პილივოტელი სიყრმიდანვე მკაცრი, თავშეკავებული ცხოვრებითა და გულმოწყალებით გამოირჩეოდა. ამისთვის იგი პოლივოტის (ფრიგია) ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. წმიდანი უშიშრად ამხელდა ხატმბრძოლ იმპერატორ ლევონ ისავრიელს(717-741). ღვთივსათნო ცხოვრებისათვის მას უფლისგან სნეულთა კურნებისა და ეშმაკთა განსხმის ნიჭი მიემადლა. (მე-8).