მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი ასტრიდია
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი ასტრიდია ეგვიპტის ალექსანდრიაში ცხოვრობდა. მან ქალწულობის აღთქმა დადო, მკაცრად მარხულობდა და გამუდმებით ლოცულობდა. ერთხელ ქალწულის წმიდა ცხოვრების გამოცდის ჟამი დაუდგა: ერთ ჭაბუკს ბილწი გულისთქმები აღეძრა მის მიმართ და ისე შეავიწროვა, რომ მასტრიდია იძულებული გახდა შინ გამოკეტილიყო-ტაძარშიც არ დადიოდა. ის წუხდა, რომ უნებლიედ აცდუნა ჭაბუკი, მისი საცხოვნებელ გზაზე დაყენების საღვთო შური აღეძრა და შინ მოუხმო. როცა შეიტყო, რომ ვაჟს განსაკუთრებით მისი მშვენიერი თვალები იზიდავდა, წმიდა მასტრიდიამ დაუნდობლად დაითხარა ისინი მაქოთი, რომლითაც ტილოს ქსოვდა. ასე დაიხსნა მან ცდუნებისაგან საკუთარი თავიც და ჭაბუკიც, რომელიც სინანულში ჩავარდა, ბერად აღიკვეცა და მკაცრ, ასკეტურ ღვაწლს შეუდგა. თავად წმიდა ქალწულმაც ცხოვრება ღვთივსათნო ღვაწლში გაატარა.