მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარი
#წმინდათა ცხოვრება

მოწამე აზა და მასთან ასორმოცდაათი მხედარი ისავრიაში(მცირე აზია) ეწამნენ იმპერატორ დიოკლიტიანეს(284-305) ზეობისას. აზა მეომარი იყო, მაგრამ შემდეგ დატოვა სამხედრო სამსახური და უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ. წმიდა ცხოვრებისათვის უფალმა მას სასწაულთქმედებისა და კურნების ნიჭი მიმადლა. როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, ეპარქ აკვილინეს ბრძანებით აზაც დაატუსაღეს. წმიდანმა მის შესაპყრობად გაგზავნილი150 მხედარი გზად ქრისტიანიობაზე მოაქცია და მისი ლოცვით სასწაულებრივად აღმოცენებულ წყაროში მონათლა. ახალნათელღებულ მეომრებს სურდათ, გაეთავისუფლებინათ წმიდა აზა, მაგრამ უფლის რჩეულმა აიძულა ისინი, აღესრულებინათ მცნება ხორციელი ხელისუფლების მორჩილების შესახებ და ეპარქთან მიეყვანათ. სამსჯავროზე მხედრებმა ნეტარ აზასთან ერთად მტკიცედ აღიარეს ქრისტიანული სარწმუნოება, რისთვისაც ყველას თავები მოჰკვეთეს. აკვილინემ მათთან ერთად სიკვდილთ დასაჯა საკუთარი ცოლიც და ასულიც, რომლებიც ესწრებოდნენ აზას წამებას და იხილეს რა მისი შეურყევლობა, ქრისტიანობაზე მოექცნენ.