მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

ღირსი მარკიანე კვირელი
#წმინდათა ცხოვრება

ღირსი მარკიანე კვირელი უდაბნოში მოსაგრეობდა ქალაქ კვიროსის მახლობლად. ის პატარა ქოხში დამკვიდრდა და დროს ლოცვაში, ფსალმუნთა გალობაში და საღვთო წიგნების კითხვაში ატარებდა, ძალიან ცოტას ჭამდა. ხმა წმიდა მამის ცხოვრების შესახებ შორს გავარდა და სულიერი მოღვაწეობის მსურველები მიიზიდა მისკენ. წმიდანმა ძმებისთვის სავანე დააარსა.

ღირსმა მარკიანემ უფლისაგან საკვირველთქმედების ნიჭი მიიღო. ერთხელ მან ჯვარი გადასახა სენაკში შემოსულ გველს და ქვეწარმავალი ცეცხლმა შემუსრა; ღამით, როცა წმიდანი კითხულობდა, მას ზეციური ალი უნათებდა, საძმოს შესაწევნებლად მრავალ სხვა სასწაულსაც აღასრულებდა ღირსი მამა. იგი მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 388 წელს.