მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე პეტრე აბესალომელი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე პეტრე აბესალომელი (ანეველი) პალესტინის სოფელ ანეაში ცხოვრობდა. ქრისტიანთა დევნის დროს იგი შეიპყრეს და მმართველს წარუდგინეს. მსაჯული და ხალხი წმიდანს ურჩევდა, შეეწყალებინა საკუთარი თავი და თაყვანი ეცა კერპებისათვის. ნეტარი მარტვილი კი პასუხობდა: 

-„მე მაშინ შევიწყალებ თავს, თუ სახარებას არ ვუარყოფ და ცრუღმერთებს მსხვერპლს არ შევწირავ!“ 

ქრისტეს აღსარებისათვის წმიდა პეტრე ცეცხლში დაწვეს.