| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოწამე მერტი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამე მერტი მხედარი იყო. იგი ქრისტეს აღსარებისათვის ეწამა აფრიკაში იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის (284-305) დროს. წმიდანს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს, მაგრამ პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, ამისთვის იგი საშინლად აწამეს, შემდეგ კი დილეგში ჩააგდეს, სადაც შიმშილისა და ჭრილობებისგან დაუძლურებულს ამოხდა სული. |