| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი დომენტიანე, მელიტინელი ეპისკოპოსი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი დომენტიანე, მელიტინელი ეპისკოპოსი ცხოვრობდა VI საუკუნეში, იმპერატორ იუსტინე უმცროსის მმართველობის (565-578 წწ.) დროს. იგი ადრე დაქვრივდა, ბერად აღიკვეცა და წმიდა, თავშეკავებული ცხოვრებით ცხოვრობდა. 30 წლის იყო წმიდანი, როდესაც ქალაქ მელიტინის ეპისკოპოსად აირჩიეს. მართლმადიდებლობის მხურვალე დამცველს და სამწყოსის მოყვარულ მღვდელმთავარს სახელმწიფოებრივი დავალებებით ხშირად გზავნიდნენ სპარსეთში. საყოველთაო სითბოთი გარემოცული დომენტიანე ხშირად იღებდა მდიდრულ საჩუქრებს, მაგრამ მათ ღარიბებსა და უპოვარებს უნაწილებდა. ღვთის ნებით, წმიდანი სიცოცხლეში და სიკვდილის შემდეგ აღსრულებული მრავალი სასწაულით გაბრწყინდა.
|