მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა პეტრე სებასტიელი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა პეტრე სებასტიელი, მღვდელმთავრების - ბასილი დიდისა და გრიგოლ ნოსელის (ხსენება 1 და 10 იანვარს) ძმა იყო, მის აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვის უფროს დას - მაკრინეს (ხსენება 19 ივლისს).

პეტრე წმიდა ბასილი დიდმა აკურთხა მღვდლად, ბასილის სიკვდილის შემდეგ კი იგი დადგენილ იქნა სებასტიის ეპისკოპოსად. მღვდელმთავარი პეტრე ესწრებოდა 381 წელს კონსტანტინოპოლში გამართულ II მსოფლიო საეკლესიო კრებას.