| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი მონაზონი ზოსიმე და ათანასე
#წმინდათა ცხოვრება მონაზონი ზოსიმე წარმოშობით კილიკიიდან იყო. დიოკლიტიანეს მმართველობის (284-305 წწ.) დროს იგი შეიპყრეს და ქრისტეს აღსარებისათვის სასტიკად აწამეს, მაგრამ ღვთის ნებით უვნებელი დარჩა. ამ სასწაულის მოწმემ - საპყრობილეს ზედამხედველმა ათანასემ ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლა. განთავისუფლების შემდეგ წმიდანები უდაბნოში გავიდნენ, მთის ნაპრალში დამკვიდრდნენ და აღსასრულამდე იქ მოსაგრეობდნენ (ღირსი ზოსიმეს ხსენებას ეკლესია 19 სექტემბერსაც აღნიშნავს). |