მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა გრიგოლ ნაზიანზელი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა გრიგოლ ნაზიანზელი გრიგოლ ღვთისმეტყველის (ხსენება 25 იანვარს) მამა იყო. იგი დიდგვაროვან, განათლებულ, მაგრამ წარმართ ოჯახში გაიზარდა. თითქმის 45 წლის იყო, როცა მეუღლის, კეთილმსახური ნონას (ხსენება 5 აგვისტოს) გავლენით კათაკმლევად გამოაცხადა თავი, შემდეგ - მოინათლა, და ბოლოს ნაზიანზოსის ეპისკოპოსიც კი გახდა.

გრიგოლ ღვთისმეტყველი დიდი სიყვარულით და მოწიწების გრძნობით იგონებდა მამას: „მამაჩემი იყო მშვენიერი და ფრიად კეთილი მოხუცი, უბრალო ზნის, ცხოვრებაში სამაგალითო, ჭეშმარიტი პატრიარქი, მეორე აბრაამი. თავდაპირველად ცდომილებაში ცხოვრობდა, მაგრამ შემდეგ ქრისტეს მეგობარი შეიქმნა, ბოლოს - მწყემსი და მწყემსმთავარიც“.

წმიდა გრიგოლ ნაზიანზელი სულიერი მამაც იყო თავისი შვილისა: 358 წელს თავად მონათლა იგი, სამი წლის შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი მხარში ედგა ხანდაზმულ მშობლებს. მამის გარდაცვალების 374 წელს შემდგომ კი ერთხანს ნაზიანსოსის მრევლსაც განაგებდა.